დაბრუნების პოლიტიკა
შპს ჯგუფის დაბრუნების პოლიტიკა
მოვაჭრის დასახელება: შპს ჯგუფი
საიდენტიფიკაციო კოდი: 426524978
იურიდიული მისამართი: საქართველო, გარდაბანი, სოფ. ვაზიანი
ელ-ფოსტა: itimatgeorgia@gmail.com
ტელეფონის ნომერი: +995 558 90 80 86
უპირობო დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე და/ან სავაჭრო ობიექტის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
ეს ვადა აითვლება შემდეგნაირად:
- მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში — ხელშეკრულების დადების დღიდან.
- ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში — იმ დღიდან, როდესაც მომხმარებელი ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირი, გარდა გადამზიდავისა, მიიღებს ნივთის მფლობელობას.
- თუ მომხმარებელი ნივთებს ნაწილ-ნაწილ შეუკვეთავს — იმ დღიდან, როდესაც მომხმარებელი ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირი, გარდა გადამზიდავისა, მიიღებს ბოლო ნივთის მფლობელობას.
- განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ნივთის რეგულარულად მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში — იმ დღიდან, როდესაც მომხმარებელი ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირი, გარდა გადამზიდავისა, მიიღებს პირველი ნივთის მფლობელობას.
დაბრუნების პირობები
უპირობო დაბრუნების უფლების გამოსაყენებლად მომხმარებელი ვალდებულია დაგვიკავშირდეს ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით:
itimatgeorgia@gmail.com ან
+995 558 90 80 86.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
- ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, დაუბრუნოს ნივთი მოვაჭრეს ან მოვაჭრის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს.
- დაფაროს ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯები.
თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება მითითებულ ინფორმაციას, თუ ნივთს აღმოაჩნდა თავდაპირველი ხარვეზი, ან თუ ნივთი დაზიანდა ტრანსპორტირებისას — პროდუქტის დაბრუნებას მოვაჭრე უზრუნველყოფს საკუთარი რესურსით.
მომხმარებელი ვალდებულია ნივთი დააბრუნოს სრული კომპლექტაციით, ყველა თანმხლებ დოკუმენტთან ერთად.
მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა დააბრუნოს ნივთის დაბრუნების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. მოვაჭრეს უფლება აქვს, თანხის დაბრუნება შეაჩეროს ნივთის დაბრუნებამდე ან სანამ მომხმარებელი არ წარადგენს ნივთის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს — იმისდა მიხედვით, რომელი დადგება უფრო ადრე.
თანხის დაბრუნება ხდება იმავე გადახდის საშუალებით, რომელიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი თანხმდება სხვა გადახდის საშუალების გამოყენებაზე.
მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს ნებისმიერ თანმდევ ხელშეკრულებაზე უარის თქმას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად წყდება მხარეთა მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მხარეებს უბრუნდებათ ყველაფერი, რაც მათ ხელშეკრულების შესრულების შედეგად მიიღეს.
გამონაკლისი: მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ისეთ ხელშეკრულებაზე, რომლითაც გათვალისწინებული საქონლის ან მომსახურების ფასი არ აღემატება 30 ლარს.
ფორსმაჟორი
არცერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი ნაკისრი ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს გამოწვეულია ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფით, ხანძრით, საომარი მოქმედებებით, სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებით და თუ ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გარემოება გავლენას მოახდენს მხარის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
ფორსმაჟორული გარემოების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ. შეტყობინებაში მითითებული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ.
შეუტყობინებლობა ან დაგვიანებით შეტყობინება მხარეს ართმევს უფლებას, ფორსმაჟორული მოვლენები გამოიყენოს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლად.