შპს ჯგუფის წესები და პირობები

მოვაჭრის დასახელება: შპს ჯგუფი
საიდენტიფიკაციო კოდი: 426524978
იურიდიული მისამართი: საქართველო, გარდაბანი, სოფ. ვაზიანი
ელ-ფოსტა: itimatgeorgia@gmail.com
ტელეფონის ნომერი: +995 558 90 80 86

მოვაჭრის ვალდებულებები

მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისი საქონელი.

საქონელი ჩაითვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისად, თუ იგი შეესაბამება მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და აქვს იგივე მახასიათებლები, რაც მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს.

მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში, საქონელი ჩაითვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისად, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის შესახებაც მომხმარებელმა ხელშეკრულების დადებისას აცნობა მოვაჭრეს და რომელსაც მოვაჭრე დაეთანხმა.

კანონისმიერი გარანტია

თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოსთხოვოს მოვაჭრეს ნაკლის აღმოფხვრა — მათ შორის საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება ან ხელშეკრულებაზე უარის თქმა.

საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველადი უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეუძლებელია საქონლის ბუნებიდან გამომდინარე ან მოითხოვს არაპროპორციულ ან არაგონივრულად მაღალ ხარჯებს.

საქონელი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს გონივრულ ვადაში: შეცვლა — ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ხოლო სტანდარტული შეკეთება — ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება, საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მომხმარებელმა ის შეიძინა.

საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა ნიშნავს, რომ მოვაჭრე კისრულობს ყველა იმ ხარჯს, რომელიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის საფოსტო, სამუშაო და მასალის ხარჯებს.

მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

  • საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია.
  • მოვაჭრემ საქონელი არ შეაკეთა ან არ შეცვალა გონივრულ ვადაში და მომხმარებელმა დაკარგა ინტერესი ხელშეკრულების შესრულების მიმართ.
  • მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მომხმარებელს არ აქვს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

მომხმარებელს ზემოაღნიშნული უფლებების გამოყენება შეუძლია, თუ საქონლის ნაკლი აღმოჩნდა მისი მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში.

თუ მომხმარებელი საქონლის ნაკლს აღმოაჩენს მისი მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა მიწოდების მომენტისთვის, თუ ეს შესაძლებელია საქონლის ან ნაკლის ბუნების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვაჭრეს. თუ მომხმარებელი საქონლის ნაკლს აღმოაჩენს მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა მიწოდების მომენტისთვის, ეკისრება მომხმარებელს.

შეკვეთის მიღება

მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია თანხის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით. ასევე შესაძლებელია ნივთის ღირებულების ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა კურიერთან.

თანხის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტიდან მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებლის შეკვეთა დაამუშაოს არაუმეტეს ორ დღეში. ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 2–3 სამუშაო დღეს.

შეკვეთა ჩაითვლება შესრულებულად ნივთის მომხმარებლისთვის ჩაბარების მომენტიდან.

თუ ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდება შეუძლებელია, შეკვეთა უქმდება და კლიენტის მიერ გადახდილი თანხა უბრუნდება.

მომხმარებელი ვალდებულია მიღებისთანავე დაათვალიეროს შეკვეთა და ხელმოწერით დაადასტუროს, რომ ნივთს არ აქვს ვიზუალური ხარვეზი.

მოთხოვნის შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი.

უპირობო დაბრუნების პოლიტიკა

მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე და/ან სავაჭრო ობიექტის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

ეს ვადა აითვლება შემდეგნაირად:

  • მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში — ხელშეკრულების დადების დღიდან.
  • ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში — იმ დღიდან, როდესაც მომხმარებელი ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირი, გარდა გადამზიდავისა, მიიღებს ნივთის მფლობელობას.
  • თუ მომხმარებელი ნივთებს ნაწილ-ნაწილ შეუკვეთავს — იმ დღიდან, როდესაც მომხმარებელი ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირი, გარდა გადამზიდავისა, მიიღებს ბოლო ნივთის მფლობელობას.
  • განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ნივთის რეგულარულად მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში — იმ დღიდან, როდესაც მომხმარებელი ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირი, გარდა გადამზიდავისა, მიიღებს პირველი ნივთის მფლობელობას.

დაბრუნების პირობები

უპირობო დაბრუნების უფლების გამოსაყენებლად მომხმარებელი ვალდებულია დაგვიკავშირდეს ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით:
itimatgeorgia@gmail.com ან
+995 558 90 80 86.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:

  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, დაუბრუნოს ნივთი მოვაჭრეს ან მოვაჭრის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს.
  • დაფაროს ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯები.

თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება მითითებულ ინფორმაციას, თუ ნივთს აღმოაჩნდა თავდაპირველი ხარვეზი, ან თუ ნივთი დაზიანდა ტრანსპორტირებისას — პროდუქტის დაბრუნებას მოვაჭრე უზრუნველყოფს საკუთარი რესურსით.

მომხმარებელი ვალდებულია ნივთი დააბრუნოს სრული კომპლექტაციით, ყველა თანმხლებ დოკუმენტთან ერთად.

მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა დააბრუნოს ნივთის დაბრუნების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. მოვაჭრეს უფლება აქვს, თანხის დაბრუნება შეაჩეროს ნივთის დაბრუნებამდე ან სანამ მომხმარებელი არ წარადგენს ნივთის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს — იმისდა მიხედვით, რომელი დადგება უფრო ადრე.

თანხის დაბრუნება ხდება იმავე გადახდის საშუალებით, რომელიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი თანხმდება სხვა გადახდის საშუალების გამოყენებაზე.

მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს ნებისმიერ თანმდევ ხელშეკრულებაზე უარის თქმას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად წყდება მხარეთა მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მხარეებს უბრუნდებათ ყველაფერი, რაც მათ ხელშეკრულების შესრულების შედეგად მიიღეს.

გამონაკლისი: მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ისეთ ხელშეკრულებაზე, რომლითაც გათვალისწინებული საქონლის ან მომსახურების ფასი არ აღემატება 30 ლარს.

ფორსმაჟორი

არცერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი ნაკისრი ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს გამოწვეულია ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფით, ხანძრით, საომარი მოქმედებებით, სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებით და თუ ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გარემოება გავლენას მოახდენს მხარის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.

ფორსმაჟორული გარემოების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ. შეტყობინებაში მითითებული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ.

შეუტყობინებლობა ან დაგვიანებით შეტყობინება მხარეს ართმევს უფლებას, ფორსმაჟორული მოვლენები გამოიყენოს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლად.