დახმარება
ხშირად დასმული კითხვები
მივიღებ ზუსტად იმ პროდუქტს, რომელსაც ფოტოზე ვხედავ?
დიახ. ყველა პროდუქტი წარმოდგენილია რეალური ფოტოებით. მცირე ფერითი გადახრა შესაძლებელია ეკრანის პარამეტრებიდან გამომდინარე, თუმცა თავად ნივთი სრულად შეესაბამება აღწერას.
სად ვნახავ ჩემი შეკვეთის ჩეკს ან ინვოისს?
შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი გამოგეგზავნებათ ელ-ფოსტაზე. საბითუმო შესყიდვისას გამოვწერთ სათანადო ინვოისს.
როგორ დავაბრუნო პროდუქტი?
თუ პროდუქტი არ მოგეწონათ ან აღმოაჩინეთ დეფექტი, შეგიძლიათ დააბრუნოთ მიღებიდან განსაზღვრულ ვადაში, ორიგინალ შეფუთვაში. დაგვიკავშირდით და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.
შეავსებთ მარაგს იმ პროდუქტებზე, რომლებიც ამოწურულია?
დიახ, პოპულარული პროდუქცია რეგულარულად ივსება. სასურველი ნივთის მოსვლის შესახებ დაზუსტებას მოგაწვდით ტელეფონით ან ელ-ფოსტით.
სად შეიძლება შეკვეთის მიწოდება?
მიწოდება ხდება თბილისსა და საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. მიწოდების პირობები დამოკიდებულია ლოკაციასა და შეკვეთის მოცულობაზე.
დაგვიკავშირდი