შპს ჯგუფის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. მიზანი

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს შპს ჯგუფის (საიდენტიფიკაციო კოდი: 426524978) მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, გამოყენებისა და შენახვის პრინციპებსა და წესებს. დოკუმენტი მომზადებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს ჯგუფის ვებგვერდითა და მომსახურებით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს და არის ორმხრივად სავალდებულო.

2. ტერმინთა განმარტება

კომპანია — შპს ჯგუფი, საიდენტიფიკაციო კოდი 426524978, იურიდიული მისამართი: საქართველო, გარდაბანი, სოფ. ვაზიანი.

პერსონალური მონაცემი — ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.

მონაცემთა დამუშავება — მონაცემებზე ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებით შესრულებული ნებისმიერი მოქმედება.

მომხმარებელი / მონაცემთა სუბიექტი — ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის მონაცემებიც მუშავდება.

მომხმარებლის თანხმობა — მომხმარებლის ნების გამოხატვა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

მესამე პირი — ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მომხმარებლისა და კომპანიისა.

3. მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

კომპანია ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს შემდეგ შემთხვევებში:

  • როდესაც არსებობს მომხმარებლის თანხმობა.
  • კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.
  • მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად.

4. შეგროვებული მონაცემები

შეკვეთის განთავსებისას კომპანია აგროვებს შემდეგ ინფორმაციას:

  • სახელი და გვარი — მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის.
  • ტელეფონის ნომერი — კომუნიკაციისა და მიწოდების კოორდინაციისთვის.
  • ქალაქი და მიწოდების მისამართი — პროდუქციის მიწოდებისთვის.
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი, მითითების შემთხვევაში — შეკვეთის დადასტურებისა და სიახლეების შესახებ შეტყობინებისთვის.

5. მონაცემთა გამოყენება

შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

  • შეკვეთის დამუშავება და შესრულება.
  • მომხმარებლის იდენტიფიცირება.
  • მომხმარებლისთვის შეკვეთის სტატუსის შესახებ შეტყობინება.
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან კომუნიკაცია.
  • კანონმდებლობის შესაბამისად მარკეტინგული სიახლეების, შეთავაზებებისა და აქციების გაგზავნა.
  • სტატისტიკური მიზნებისთვის, ანონიმიზებული სახით, ინდივიდუალური ვინაობის გამხელის გარეშე.

6. მონაცემთა გაზიარება

კომპანია არ უზიარებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
  • მიწოდების სერვისისთვის, შეკვეთის შესრულების მიზნით, მხოლოდ აუცილებელი მოცულობით.
  • სამართალდამცავ ორგანოებს, თუ ამას კანონმდებლობა მოითხოვს.

მესამე პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან მომხმარებლის მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება.

7. Cookies

კომპანია იყენებს Cookies ტექნოლოგიას ვებგვერდით სარგებლობის გასაუმჯობესებლად. Cookies არის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე და კომპანიას ეხმარება მომსახურების პერსონალიზებაში. ვებგვერდით სარგებლობა ნიშნავს Cookies-ის გამოყენებაზე თანხმობას.

8. მონაცემთა შენახვის ვადა

კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ინახავს არაუმეტეს 10 წლისა შემდეგი მიზნებისთვის:

  • სამართლებრივი მოთხოვნებისა და პრეტენზიების განსახილველად.
  • შესრულებული სახელშეკრულებო ვალდებულებების დასადასტურებლად.
  • კანონმდებლობითა და რეგულაციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

9. არასრულწლოვნები

კომპანიის მომსახურება განკუთვნილია 18 წელს გადაცილებული პირებისთვის. თუ კომპანიისთვის ცნობილი გახდება, რომ მომხმარებელი არასრულწლოვანია, მისი მონაცემები არ იქნება გათვალისწინებული. გთხოვთ, ამის შესახებ გვაცნობოთ მისამართზე:
itimatgeorgia@gmail.com

10. მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს ნებისმიერ დროს უფლება აქვს:

  • მოითხოვოს წვდომა საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე.
  • მოითხოვოს მონაცემების შესწორება ან განახლება.
  • მოითხოვოს მონაცემების წაშლა კანონით დადგენილ ფარგლებში.
  • გამოითხოვოს მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობა.

აღნიშნული უფლებების გამოსაყენებლად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
itimatgeorgia@gmail.com ან
+995 558 90 80 86.

11. უსაფრთხოება

კომპანია იყენებს აუცილებელ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების არაავტორიზებული წვდომის, გამჟღავნების, შეცვლის ან განადგურებისგან დასაცავად.

12. პოლიტიკაში ცვლილებები

შპს ჯგუფი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. ცვლილებების შესახებ მომხმარებელს ეცნობება ვებგვერდის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

13. საკონტაქტო ინფორმაცია

  • კომპანია: შპს ჯგუფი
  • საიდენტიფიკაციო კოდი: 426524978
  • მისამართი: საქართველო, გარდაბანი, სოფ. ვაზიანი
  • ელ-ფოსტა: itimatgeorgia@gmail.com
  • ტელეფონი: +995 558 90 80 86